შაბ, 24 ოქტ | Underwheel Club

გაერთიანებული ასოციაციების ყრილობა

Registration is Closed

Time & Location

24 ოქტ. 2020, 11:30 – 19:00
Underwheel Club, Tbilisi, Georgia

About the Event

პატივცემულო კოლეგებო,

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია საქართველოს პროფესიულ ასოციაციებათა გაერთიანებაში არის გაწევრიანებული.

მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს, მთაწმინდის პარკის ანდერვიილ კლუბში, იმართება გაერთიანებული ასოციაციის ყრილობა,  სადაც შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ როგორც გამგეობის წევრებმა, ასევე სხვადასხვა სამშობიარო სახლების ნეონატოლოგებმა.

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ შეავსოთ ყრილობის დელეგატის სარეგისტრაციო ფორმა ლინკზე:

http://www.ugma.ge/ge/?option=com_rsform&formId=5

პატივისცემით,

ია დავითაია

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

დღის წესრიგი:

საერთო ყრილობა

24 ოქტომბერი 2020 წ.

· მონაწილეთა რეგისტრაცია - 11:30

· გახსნა - 12:00

1. 2011 წლიდან დღემდე - გაერთიანების თავმჯდომარეების 5 წუთიანი მიმართვები

13:00

2. 2011 წლიდან დღემდე -გაერთიანების საქმიანობის მოკლე მიმოხილვა-აღმასრულებელი მდივანი -20 წთ.

13:20

3. მოხსენება დარგობრივი ასოციაციების როლზე განვითარებულ ქვეყნებში-მაგალითების და საუკეთესო პრაქტიკის ჩვენებით;-30 წთ-(??)

შესვენება: 14:00-14:20

4. საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს  სამედიცინო დახმარების ხარისხი:

- სამედიცინო შემთხვევების განხილვა უნდა განახორციელოს სამედიცინო ასოციაციების ეთიკის კომიტეტმა, რომელიც მიანიჭებს ექიმის ქმედებას სტატუსს და მხოლოდ დაუდევრობის ან დანაშაულის დადგენის შემთხვეაში გადასცემს მას შესაბამის ორგანოს.-მოხსენება უნდა გააკეთოს ეთიკისა და სამართლის სპეციალისტმა, რომელიც კონკრეტული მაგალითების მოყვანის შემდეგ გაგვაცნობს ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მიიღებს ყრილობა

- ყრილობაზე გაკეთდება მოხხენება უწყვეტი პროფესიული განათლების შესახებ და აქაც წაერდგენილი იქნება კონკრეტული დოკუმენტი რომელსაც მიიღებს ყრილობა;

ამ ორივე დოკუმენტს, ბუნებრივია ყრილობამდე ყველა გავეცნობით, შევჯერდებით და ყრილობაზე უკვე ოფიციალურ სახეს მივცემთ.

გვერდს ვერ ავუვლით ექიმთა სოციალური დაცვის საკითხს- ამ საკითხზე შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოვითხოვოთ ექთნებისა და ექიმებისთვის მინიმალური ხელფასის დაწესება.

5. 17:00 -18:00 გამოსვლები(აუცილებლად წინასწარ შეთანხმებული)

· კონფერენციის დახურვა - 18:00

· ფურშეტი - 19:00

მოწვეული სტუმრები:

  1. საერთაშორისო ორგანიზაციები
  2. პარლამენტი/მთავრობა
  3. მთავრობის მოწვევა რომ არ ასოცირდეს მთავრობის მხარდაჭერასთან      არჩევნებში, აუცილებლად უნდა მოვიწვიოთ კვალიფიციური პოლიტიკური პარტიების      პირველი ათეული მაინც.
Registration is Closed