|  მთავარი|  ჩვენს შესახებ|  გამგეობის წევრები|  განხორციელებული პროექტები|  საერთაშორისო პროგრამები|  ფოტო გალერეა|  საკონტაქტო ინფორმაცია  |
 

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, მომზადდა ექიმთა დიპლომის შემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა "განვითარების პედიატრია – ჯანმრთელი მომავალი", რომელიც მოიცავს უმნიშვნელოვანეს სამედიცინო ასპექტებს პედიატრიისა და ნეონატოლოგიის სფეროებში.

აღნიშნული ინიციატივა ემსახურება ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებას, რისთვისაც შესაბამისი დარგის ექსპერტები ჩაატარებენ ტრენინგებს და სემინარებს. ღონისძიება აკრედიტებულია და გაიცემა სერტიფიკატები. პროგრამის 6 დღიანი კურსის სრულყოფილად და წარმატებით გავლა ექიმს ანიჭებს I ტიპის 36 უპგ კრედიტ ქულა.
ღონისძიება ითვალისწინებს მხოლოდ სამედიცინო მუშაკების დასწრებას. სემინარების მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ნეონატოლოგები, პედიატრები და ოჯახის ექიმები. ტრენერების სახით პროგრამაში მონაწილეობენ საქართველოს გამოჩენილი ექიმები და მომხსენებლები, თსსუ-ს აკადემიური ლექტორები. პროგრამა 3 წლიანია, კურსის ხანგრძლივობაა 6 დღე. დაიფარება ექიმთა სხვადასხვა ჯგუფები თბილისის და რეგიონების მასშტაბით. პროგრამის პარტნიორი კვების და ფარმაცევტული კომპანიების თანადგომით, დასწრება უფასოა სამედიცინო აუდიტორიისათვის.
გამომდინარე აღნიშნული თემატიკის პრაქტიკული მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან, ვფიქრობთ, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პროგრამა “პრაქტიკული პედიატრია – ჯანმრთელი მომავალი” მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სამედიცინო მუშაკთა პროფესიული დონის ამაღლებაში და ჩვენი ქვეყნის მომავლის ჯანმრთელობის პროგრამირებაში.
ექიმთა პირველი ჯგუფის ტრენინგები უკვე გაიმართა თარიღებში: 08.12.2018, 15.12.2018, 22.12.2018, 23.12.2018, 26.01.2019 და 02.02.2019.
ექიმთა შემდეგი ჯგუფის ტრენინგები ჩატარდება თსსუ-ს ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში თარიღებში: 17.02.2019, 23.02.2019, 02.03.2019, 09.03.2019, 16.03.2019 და 23.03.2019. ტრენინგები ჩატარდება 10:00სთ დან 17:00სთ – მდე.
ყოველწლიურად გატარდება ექიმთა 5 ჯგუფი მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
მომდევნო ჯგუფების თარიღებსაც ასოციაცია მსურველებს აცნობებს პერიოდულად.

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია არ ღალატობს თავის ტრადიციას და 2017 წლის, 24-25 ივნისს ქალაქ ბათუმში

24-25 ივნისს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო შერატონში ატარებს ყოველწლიურ კონფერენციას თემაზე: "აქტუალური საკითხები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში"
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მუშობაში ქართველი სპიკერების გარდა, მონაწილეობას მიიღებს ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრის ნეონატალური კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამ მასკერეტი, რომელიც აუდიტორიას მიაწვდის უახლეს ინფორმაციას არაინვაზიური რესპირაციული მხარდაჭერის, ნეონატალური სეფსისის მართვის, დროული და დღენაკლი ახალშობილების კვების თავისებურებების და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე.
კონფერენციაზე დასწრება შეუძლიათ ნეონატოლოგებს, პედიატრებს, მეან-გინეკოლოგებს, ოჯახის ექიმებს.
რეგისტრაციის გავლა მოხდება ადგილზე, რომელიც დაიწყება 24 ივნისს 10:30 საათზე.
კონფერენციაზე დასწრება არის უფასო.
დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 593222554, 577461820.

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის წევრებისა და გაწევრიანების მსურველთა საყურადღებოდ.

გთხოვთ გადაიხადოთ წლიური საწევრო გადასახადი 12 ლარი შემდეგ ანგარიშზე:
საბანკო კოდი-TBCBGE22
ანგარიშსწორების ანგარიში-GE87TB0600000005700458
აიდენთიფიკაციო კოდი- 204420126

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციაა

საქართველოს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული სამართლის პირი
საქართველო, ქ. თბილისი (0179), კოსტავას ქ. N 38
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის გადაწყვეტილება N461. სარეგისტრაციო ნომერი 00674/12/0370-კერძო სამართლის არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების კავშირების რეესტრი. რეგისტრაციის ადგილი-ქ. თბილისი. რეგისტრაციის თარიღი-28 ნოემბერი 2005 წელი.
 
ხელმძღვანელი (პრეზიდენტი, თავმჯდომარე)- ია დავითაია, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი; საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
სს "ჩაჩავას კლინიკა" ნეონატალური სამსახურის ხელმძღვანელი;
 
ვიცე-პრეზიდენტი - ირაკლი ფავლენიშვილი, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის ნეონატოლოგიის მიმართულების პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს პედიატრთა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
 

გამგეობის წევრები

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია შესდგება 322 წევრისგან, მათ შორის 31 წევრს აქვს სამეცნიერო ხარისხი (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი- 8, მედიცინის აკადემიური დოქტორი- 16).
 

განხორციელებული პროექტები

  • წელიწადში ორჯერ სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციების მოწყობა.
     
  • უახლესი სამედიცინო ინფორმაციების მიწოდება ნეინატოლოგებისთვის და პედიატრიული წრეებისთვის.
     
  • ასოციაციის ხემძღვანელობით დაიბეჭდა პრაქტიკული რეკომენდაციების კრებულები: "ახალშობილთა უხშირესი დაავადებების მართვა", "დაბადებისას მცირე მასის მქონე ახალშობილების მართვა".
     

საერთაშორისო პროგრამები

  • UENPS პირველი დამფუძნებელი პირველი საერთაშორისო კონგრესი რომში, 2006 წელს.
     
  • UENPS მეორე საერთაშორისო კონგრესი სტამბულში, 2010 წელს.
     
  • UENPS მესამე საერთაშორისო კონგრესი 2012 წელს პორტოში.
     
  • UCENS (Union of Central European Neonatal Societies) დამფუძნებელი ყრილობა თურქეთში, 2008 წელს.
     
სიახლეები
მოგახსენებთ, რომ საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია 2015-2016 წწ. განმავლობაში ახორციელებს ტრენინგებს აკრედიტებული უპგ პროგრამის „სიცოცხლის პირველი 1000 დღე“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2015 წელს და 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე ასოციაციამ ჩაუტარა ტრენინგები თბილისისა და დასავლეთ საქართველოს ექიმთა ჯგუფებს.
გვაქვს სურვილი, ა.წ 14-19 მაისს მოვიწვიოთ აღმოსავლეთ საქართველოს პედიატრები, ნეონატოლოგები და ოჯახის ექიმები აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისათვის.
ექიმებს ჩაუტარდებათ პროგრამით გათვალისწინებული 4 მოდული: 1) ორსული და მეძუძური ქალი; 2) ჯანმრთელი ახალშობილი; 3) სპეციფიკური მდგომარეობების მქონე ახალშობილი; 4) ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1) ძუძუთი კვება - ბუნების საოცრება ორსული და მეძუძური ქალის კვება, 2) ძუძუთი კვება და ჯანმრთელობის პროგრამირება, 3) ცილა-ყველაზე მნივნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის პროგრამირებაში; 4) კომფორტული მონელება; 5) დედის რძის ფორტიფიცირება, დღენაკლული ბავშვის კვება, დღენაკლული ბავშვის თავისებურებები, დედის რძის ფორტიფიცირება, დღენაკლული ბავშვის კვება, დედის რძე და მისი შენახვა ; 6) დღენაკლული ახალშობილის კვება ფორმულით, დღენაკლულთა პარენტერალური და ენტერალური კვება; 7) მალაბსორბციის სინდრომით მიმდინარე მდგომარეობები, მოკლე ნაწლავის სინდრომი, ლაქტოზის აუტანლობა 8) კვებითი ალერგია, პროფილაქტიკის თანამედროვე გამოწვევები. 9) კვებითი ალერგია: პროგნოზი, მკურნალობა, პრევენცია, დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები; 10)ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა კვება.
აღნიშნული ღონისძიებები ჩატარდება თბილისში. ტრენინგები დაიწყება შაბათს, 14 მაისს და გაგრძელდება 6 დღის განმავლობაში.
სამუშაო დღეებში ტრენინგები დაიწყება 16:00 საათზე, ექიმების სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკაშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 577 74 40 15; 577 461820;
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის, საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ია დავითაია
2014 წლის 17 ნოემბერს, “საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია“-მ ქალაქ თბილისის მერიის თანადგომით „ფილარმონიის ივენთ ჰოლ“-ში გამართა გრანდიოზულ საქველმოქმედო ღონისძიება დღენაკლ ბავშთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ეს დღე აღინიშნება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, რომლის დამაარსებელია “European Foundation for the Care of Newborn Infants (EFCNI)“.
საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა შეუერთდა ამ თარიღს 2011 წელს, რათა დღენაკლ ახალშობილთა მკურნალობის, შემდგომი მოვლისა და რეაბილიტაციის პრობლემებს მიექცეს სათანადო ყურადღება არა მარტო მედიცინის მუშაკთა მიერ, არამედ მთავრობის და საზოგადოების ფართო მასების მხრიდანაც.
2014 წლის 17 ნოემბერს ქ. თბილისში, „ფილარმონიის ივენთ ჰოლ“-ში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ყველა წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, ჯანდაცვის სამინისტროს, ქ. თბილისის მერიის და UNICEF-ის წარმომადგენლები.
ღონისძიებას დაესწრო ორასამდე 200-მდე დღენაკლი ბავშვი მშობლებთან ერთად. მათთვის გაიმართა ბავშვთა ანსამბლ „მზიური“-ს კონცერტი და გასართობი პროგრამა. გადაეცათ საჩუქრები მხარდამჭერი კომპანიებისგან
ბათუმი, კონფერენცია 2014 წელი
თურქეთის ნეონატოლოგთა ასოციაციის და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო სატელიტური სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ნეონატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, ბაქო, 2013 წლის მაისი.
UENPS მესამე საერთაშორისო კონგრესი 2012 წელს პორტოში.
ასოციაცია თანამშორომლობს საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციებთან და ახორციელებს ერთობლივ პროექტებს საქართველოში, კერძოდ, ისრაელის შებას სამედიცინო ცენტრთან ერთად განახორციელა ერთობლივი საქართველო–ისრაელის პერინატალური–ნეონატალური მედიცინის ერთობლივი პროექტი 2008–2012 წლებში.
UENPS მეორე საერთაშორისო კონგრესი სტამბულში, 2010 წელს.
UENPS ერთად ერთობლივი სამედიცინო კონფერენციაში მონაწილეობა სტამბულში, 2009 წლის ნოემბერში.
IUCENS ერთად სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ნეონატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე თურქეთში, ანტალია, 2009 წელი.
წელიწადში ორჯერ სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენციების მოწყობა.
უახლესი სამედიცინო ინფორმაციების მიწოდება ნეინატოლოგებისთვის და პედიატრიული წრეებისთვის.
 

საქართველოს ნეონატოლოგთა
ასოციაციაა
 
ASSOCIATION OF NEONATOLOGISTS
OF GEORGIA